
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ საფუძვლიან ცოდნას, ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში დებატები გაიმართა. დებატების თემა უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო თანამედროვე საზოგადოებისთვის, რადგან ის ეხებოდა როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების განვითარებას.
დებატების მიზანის, კი როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წარმოადგენდა სხვადასხვა თვალსაზრისის გაცვლა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა ყველაზე დასაბუთებული და დამაჯერებელი პოზიცია.
მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს, საკუთარი პოზიციები საინტერესოდ წარმოადგინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნელი ჰარუთუნიანი ხელმძღვანელობდა.
დებატებში კი მონაწილეობდნენ მოსწავლეები - არარატ რსტაკიანი, სერბუჰი სარგსიანი, ირინა ნიკოღოსიანი, რაისა ნიკოღოსიანი, მილენა ბადასიანი, კარინე მატევოსიანი, ანი ტოროსიანი, ვაჰე გდლიანი, იზა ჰოვსეპიანი და ლუსინე ბოზოიანი.
იხილეთ ფოტოები: