
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ახალ თაობას ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან.
ახლახან, მე-6 კლასში მასწავლებელმა ც. ჰაკობიანმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ნარჩენების გადამუშავება“.
მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები:
. როგორ შეგვიძლია შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა;
. რატომ არის გადამუშავება მნიშვნელოვანი;
. რა მცირე ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია ბუნების შესანარჩუნებლად?
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მე-6 კლასელებმა ნათლად გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს გაუმჯობესებაში.