შულავერის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „გამონათება“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალისტია
19-10-2026

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლის ეკოკლუბი „გამონათება​“, რომლის წევრებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ეკოაქტივობებს აქტიურად ახორციელებენ. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი  „გამონათება“ 5 წელია აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში ახორციელებენ გარემოსდაცვით და მდგრადი განვითარების მიზნებზე მიმართულ აქტივობებს. ამასთან, ყველა წელს არიან ფინალში.

წელსაც ეკოკლუბელებმა ბრწყინვალე წარმატება მოიპოვეს -  წელსაც გახდა კლუბი ფინალისტი და  „წლის ეკოკლუბის“ სტატუსიც დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203