
2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩასატარებელ გამოცდებზე რეგისტრაციას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის მინიმუმ 6 მასწავლებელი გაივლის. როგორც სკოლის ხელმძღვანელი ჯუმბერ ხოზრევანიძე გვეუბნება, პედაგოგების გამოცდაზე გასვლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობას თავადაც იღებდეს და არ ჩერდებოდეს უკვე მიღწეულ შედეგებზე. განათლების სფერო მუდმივად იცვლება, იზრდება მოთხოვნები და ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა დასაძლევად პედაგოგს ცოდნის განახლება და საკუთარი შესაძლებლობების შეფასება სჭირდება.
ჩემი სკოლის ექვსი მასწავლებლის მიერ გამოცდაზე გასვლის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ეს ნაბიჯი მოითხოვს დროს, ძალისხმევასა და მომზადებას. გამოცდისთვის მზადება მასწავლებელს უბიძგებს, კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს საკუთარ საგანს, გადაამოწმოს ცოდნა და დაფიქრდეს, რამდენად ეფექტიანად იყენებს მას პრაქტიკაში.
როგორც სკოლის დირექტორისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს სურვილი და მოტივაცია, განაგრძოს განვითარება. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პედაგოგებს ამ პროცესში და შევქმნათ გარემო, სადაც პროფესიული ზრდა ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივი ნაწილი იქნება“, - აღნიშნა იმერის საჯარო სკოლის დირექტორმა ჯუმბერ ხოზრევანიძემ.