
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის პედაგოგ არუსიაკ ხაჩატრიანისთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გაზიარებას არ გულისხმობს, მისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო, ინტერაქტიული და მათ საჭიროებებზე მორგებული იყოს. ამისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის სწორად დაგეგმვას, მოსწავლეთა მოტივირებასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი არუსიაკ ხაჩატრიანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას თუ როგორ უნდა გავაღვიძოთ მოსწავლეებში სწავლის ინტერესი, რა ხდის გაკვეთილს წარმატებულად და როგორ ვაქციოთ მოსწავლეებისთვის სწავლა სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- სასწავლო მიზნებსა და მოსწავლეთა ინტერესებზე.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- საინტერესო კითხვითა და მოსწავლეთა მოტივირებით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ინტერაქტიულ მეთოდებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი შრომა და პროგრესი დაფასებულია.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლე ხედავს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.