
სასკოლო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება 3 კომპონენტით:
მიმდინარე საშინაო დავალება - მიმდინარე საკლასო დავალება - შემაჯამებელი დავალება და სამივე კომპონენტს აქვს ერთნაირი წონა.
აღსანიშნავია, რომ თუ სკოლა გადაწყვეტს, რომელიმე საგანში მოსწავლე შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი დავალებით, ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს (ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ა/რ-ში - შესაბამის სამინისტროს).
თუმცა აქვე საინტერესოა, რამდენი შემაჯამებელი უნდა დაწერონ მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში?
როგორც ცნობილია, შემაჯამებლების სავალდებულო მინიმუმს განსაზღვრავს თავად სკოლა: „V კლასის II სემესტრიდან, აგრეთვე VI–XII კლასებში, თითოეული საგნისათვის თემების მიხედვით სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს სემესტრში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა“.