დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ ნორაირ მინასიანს მორიგ წარმატებას ულოცავენ
19-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ნორაირ მინასიანის მორიგი წარმატებით ხარობენ. 

ნორაირ მინასიანი ჩაირიცხა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ და არჩეული პროფესიის სამაგალითოდ დაუფლებასა და ბრწყინვალე პროფესიულ გზას უსურვებენ. 

სკოლაში ახალგაზრდებს ყოველთვის გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და მათ დიდ მხარდამჭერებად რჩებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203