
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. განსაკუთრებით კი ახარებს, როდესაც მრავალწლიანი შრომის ნაყოფს იმკის - მოსწავლეები დამოუკიდებელ ცხოვრებას საფუძვლიანი განათლებით იწყებენ.
დირექტორი ყველა სტუდენტს მიმართავს და ნათელ მომავალს უსურვებს, დიდი სამსარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კი კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ყოველთვის მათ დიდ გულშემატკივრად რჩება.
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე იყოს. სკოლაში მიღებული ცოდნა და ღირებულებები გახდეს თქვენი ცხოვრების ძლიერი საფუძველი. იყავით მამაცნი, იოცნებეთ უსაზღვროდ, მიჰყევით მიზნებს და შეინარჩუნეთ სკოლის სახელი უმაღლეს დონეზე“,- ასეთია სკოლის ხელმძღვანელის გულთბილი მიმართვა ახალგაზრდებისადმი.