
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 2026-2027 სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
სასწავლო პროცესის გასაახლებლად სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიანი და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრეს.
სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებით ახარებთ - 15 სექტემბრის გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - ახალი სასკოლო ფორმებით, ცნობისმოყვარე თვალებითა და სწავლის წყურვილით.
მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები მათ ფერადი ბუშტებითა და მისალოცი ბარათებით დახვდნენ და ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქეს.
სკოლის დირექტორმა საზოგადოებას მიმართა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო,
ძვირფასო აღსაზრდელებო, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებო, გულითადად გილოცავთ ცოდნის დღეს, განსაკუთრებით გულთბილად ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში. ეს წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ახალი მიღწევების, წარმატებების და ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელი. გისურვებთ, წარმატებას და ენთუზიაზმის დიდ მარაგს“,- აღნიშნა დირექტორმა.
მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი სასწავლო დღის ემოციები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: