ყაურმის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო თემა საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობით შეისწავლეს
16-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული მე და საზოგადოების გაკვეთილი თემაზე  - ნამდვილი მეგობარი. 

მოსწავლეებმა გარდა იმისა რომ თემა ხალისით შეისწავლეს, საინტერესო პრაქტიკული დავალებაც შეასრულეს. მე-4 კლასელებმა პლაკატი შექმნეს. 

ბავშვებმა პრეზენტაციაც ჩაატარეს და ისაუბრეს რა არის ნამდვილი მეგობრობა და როგორ გამოიხატება ის. 

მოსწავლეებისთვის პრეზენტაციაზე მუშაობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.  

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ჰეღინე ვარტაპეტიანი და სოსე ესოიანი ხელმძღვანელობდნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203