
ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის, ახალგაზრდა ძიუდოისტის- შმაგი კალანდაძის სპორტული წარმატებით ხარობენ.
მე-7 კლასელმა, საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მე-7 კლასის სამაგალითო მოსწავლეს - შმაგი კალანდაძეს წარმატებას და მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.