ბოსტანის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებელი რუსუდან ჯოხაძე თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა
16-10-2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის მასწავლებლის - რუსუდან ჯოხაძის პედაგოგიური ღვაწლი აღინიშნა. 

პედაგოგი მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალი ამბროლაურის კულტურის სახლში გაიმართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ღონისძიებას, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი პატივისცემით ისაუბრეს პედაგოგის პროფესიასა და მის მნიშვნელობაზე.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს შორის იყო ბოსტანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, მრავალი თაობის აღმზრდელი ქალბატონი რუსუდან ჯოხაძე, რომელიც ხუთ ათეულ წელზე დიდ სიყვარულს, ენერგიას და შრომას დებს თავის პროფესიაში.

პედაგოგი მადლობას უხდის ყველას მისი ღვაწლის დაფასებისა და აღნიშვნისთვის. 

„მადლობას გიხდით ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის განათლების სამინისტროს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რესურსცენტრს, ჩემს სკოლას, მშობლებს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბავშვების მადლიერებაა“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და კიდევ მრავალი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მოსწავლეებზე ზრუნვა, ცოდნის გაზიარება და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი.

გულითადად ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს დამსახურებულ ჯილდოს! ვამაყობთ ჩვენი კოლეგით და მადლობას ვუხდით მას პროფესიული ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც მომავალი თაობების საკეთილდღეოდ ემსახურება.

მასწავლებლის ნამდვილი ჯილდო მისი აღზრდილი თაობები და მოსწავლეთა მადლიერებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203