„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს
18-07-2018
წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია ნაკაიძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გასვლითი ღონისძიება - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ მოაწყვეს. სკოლის აღსაზრდელებმა შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
„ბავშვებმა უნდა გაითავისონ ის პრობლემები, რომელიც მოყვება გარემოს დაბინძურებას და ამ საკითხთან დაკავშირებით მათი წილი პასუხისმგებლობა აიღონ. ასე ადვილად გადაიჭრება ის პრობლემები, რომლებიც ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის