იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას კედლის გაზეთი მიუძღვნეს 
16-10-2026

27 ოქტომბერს საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტისა და მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად გაიხსენეს საბავშვო მწერალი და მისი ღვაწლი წიგნიერების განვითარებაში. 

სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოამზადეს კედლის გაზეთი, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

„იაკობ გოგებაშვილი არ არის უბრალოდ მწერალი - ის არის ადამიანი, რომელმაც ქართულ ენასა და დამწერლობას ახალი სიცოცხლე შთაბერა და თაობებს წერა-კითხვა შეაყვარა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და საინტერესო ნამუშევარი წარმაოდგინეს. 

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203