საპატიო გაცდენების ასახვის წესი ცნობილია - ინფორმაცია დამრიგებლებისა და დირექტორებისთვის
16-10-2026

ელექტრონულ ჟურნალში მოდული „საშვები“ არის ციფრული ინსტრუმენტი, რომელიც სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის კომუნიკაციასა და მოსწავლის გაცდენების მართვას აწესრიგებს.

საპატიო გაცდენის გაფორმება - როდესაც მოსწავლე საპატიო მიზეზით (მაგალითად, ოჯახური პირობების გამო) ვერ ესწრება გაკვეთილებს, მასზე გამოიწერება ელექტრონული საშვი.

აღსანიშნავია, რომ საშვის გამოწერისთანავე მშობელი ავტომატურად იღებს შეტყობინებას. ეს გამორიცხავს გაუგებრობებს და მშობელმა ყოველთვის იცის, რომ სკოლა საქმის კურსშია შვილის არყოფნის შესახებ; გარდა ამისა, სისტემაში ზუსტად ჩანს, თუ ვინ და როდის დაამატა საშვი (მაგალითად, დამრიგებელმა ან დირექტორმა), რაც უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებასა და სიზუსტეს.

საშვის გამოწერა შეუძლია:

• დამრიგებელს;

• დირექტორს;

• ჟურნალის ადმინისტრატორს.

ელჟურნალის მოდულში „საშვები“ დამატების „+“ ღილაკის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება:

კლასი;

მოსწავლე;

მშობელი;

შეტყობინება;

დამატებული საშვი ავტომატურად აისახება შეტყობინებებში, ასევე ელექტრონული ჟურნალის მოდულში „საშვები“.

გამოწერილი საშვის ნახვა შეუძლია დირექტორს, ჟურნალის ადმინისტრატორს, მოსწავლეს და მშობელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203