
სკოლა „ნერგების“ მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ და სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
ახლახან, მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეები, პედაგოგ მარი გამახარიას ხელმძღვანელობით, ბათუმის ციფრულ სივრცეს ესტუმრნენ და საგანმანათლებლო პროგრამაში - „საქართველოს სამი მეფე“ მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეები საინტერესო და შთამბეჭდავი ფორმით გაეცნენ სახელოვანი ქართველი მეფეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
„საქართველოს სამი მეფის ისტორია, დიდებული და ტკივილიანი წარსული.
სამშობლოს სიყვარული და სიამაყე ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც მომავალ თაობას გულში უნდა ჩავუნერგოთ. ჩვენი წარსული ჩვენი სიამაყეა, ჩვენი მომავალი კი - ეს ბავშვები!“,- აღნიშნავს პედაგოგოგი და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებს ასწავლის.
იხილეთ ვიდეო: