კერძო სკოლა „ეისის“ მასწავლებლის - ნინო ლომიძის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
16-10-2026

კერძო სკოლა „ეისიში“ მასწავლებლის საერთაშორისო წარმატებით ხარობენ. სკოლის პედაგოგი და „საქართველოს მეწარმეობის მასწავლებელი 2026“-ის ტიტულის მფლობელი ნინო ლომიძე საქართველოს „ჯუნიორ ეჩივმენტ მონტენეგროს“ მიერ ორგანიზებულ AI-Ready Educators - Train-the-Trainer პროგრამაში წარადგენს. 

JA-ს ქსელის 20-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებული თითქმის 100 განაცხადიდან 15 ქვეყნის 15 პედაგოგი შეირჩა. შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო JA პროგრამებში აქტიურ ჩართულობას, მოტივაციასა და მიღებული ცოდნის კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების პოტენციალს.

27-30 ოქტომბერს, პოდგორიცაში, მონტენეგროში, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გააზრებული, პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით.

სკოლაში ამაყობენ მასწავლებლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ნინოს წარმატება შთამაგონებელი მაგალითია იმისა, როგორ ქმნის პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა ახალ შესაძლებლობებს როგორც პედაგოგებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის.

ვულოცავთ, ნინოს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებთ შთამაგონებელ გამოცდილებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რათა მიღებული ცოდნა საქართველოში კიდევ მეტ მასწავლებელსა და მოსწავლეს გაუზიაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203