
კერძო სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მეცნიერება საკლასო ოთახს მიღმა გადაინაცვლა და დაუვიწყარ შემეცნებით თავგადასავლად იქცა.
სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ესტუმრნენ. გაეცნენ სხვადასხვა ტექნოლოგიას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები.
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ბავშვებისთვის კიდევ უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: