„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც საკუთარ პროგრესს ხედავს, მისი წარმატება აღიარებულია“ - დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ირიციანი
15-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინე ირიციანისთვის სასწავლო წელი მიზნების განსაზღვრით, პოზიტიური გარემოს შექმნითა და მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებით იწყება.

გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში მოსწავლეთა საჭიროებებს ითვალისწინებს, ინტერესის გასაღვივებლად კი სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი მარინე ირიციანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მიზნების განსაზღვრა, პოზიტიური გარემოს შექმნა და მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლეთა საჭიროებებსა და სასწავლო მიზნებზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და აღწევს დასახულ შედეგს.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება ...

- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებით და საინტერესო აქტივობით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- პრაქტიკულ მაგალითებს, თამაშებს, დისკუსიებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- საკუთარ პროგრესს ხედავს და მისი წარმატება აღიარებულია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- პროცესი არის საინტერესო, შემოქმედებითი და მოსწავლეზე ორიენტირებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203