
კერძო სკოლა „ლომისი“, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, 12-16 ოქტომბერს პარტნიორი სკოლის, ვენის Brückenschule-ის, დირექციის წარმომადგენლებსა და გერმანული ენის პედაგოგს მასპინძლობს.
გაცვლითი პროგრამით სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. ავსტრიელი და ქართველი პედაგოგები ერთობლივად ატარებენ გერმანული ენის გაკვეთილებს, უზიარებენ ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებასა და სწავლების მეთოდებს.
სკოლა „ლომისი“ მადლობას უხდის სტუმრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და მომავალშიც ვგეგმავთ საინტერესო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: