სკოლა „ჯეო სქაის“ პრესქულისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სკოლა „ჯეო სქაისთვის“ უმთავრესი პრიორიტეტი თითოეული ბავშვის მრავალმხრივი, ჰარმონიული განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა.
ახლახან, პრესქულისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ახალი სასწავლო წლის კურიკულუმის, განახლებული მეთოდოლოგიისა და მოსალოდნელი სიახლეების გაცნობას დაეთმო.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს:
- ინოვაციური სასწავლო პროგრამა - რომელიც ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე.
- საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები - თამაშზე დაფუძნებული სწავლება, პრაქტიკული აქტივობები და ინდივიდუალური ყურადღება თითოეული აღსაზრდელის მიმართ.
- პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება - სკოლის გუნდის მუდმივი გადამზადება და თანამედროვე, წამყვან საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებთან ფეხის აწყობა, რაც სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
- სიახლეები და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება - განახლებული რესურსები და გარემო, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო, სტიმულის მიმცემი და კომფორტულია პატარებისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მომავალ თაობას ხარისხიან და მათ ინტერესებზე მორგებულ განათლებას სთავაზობენ.