კერძო სკოლა „თამარისის“ მოსწავლეები არა მხოლოდ ცოდნია, არამედ, შემოქმედებითი ნიჭის, ესთეტიკური უნარებისა და თავდაჯერებულობის განვითარების მიზნით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ინიციატივაში.
ახლახან, ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, რიგით 22-ე სილამაზის, არტისტულობის, ტალანტების, რაინდულობის და სამოდელო კონკურსი - „GRAND MODERN STAR “ - რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კომპოზიტორი და მომღერალი გიორგი ბარამაშვილია.
კონკურსში მონაწილეობდნენ კერძო სკოლა „თამარისის“ ნიჭიერი და ულამაზესი ვარსკვლავებიც: ვერონიკა ანტროპოვა, მაქსიმ ფადეევი და ანასტასია დეკანაძე, რომელთაც შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.
„სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებმა წარმატებით გაიარეს კონკურსის ყველა ეტაპი და დამსახურებულად მოიპოვეს საპატიო ჯილდოები - მაქსიმ ფადეევს მიენიჭა გრან პრი „New Star ”, ვერონიკა ანტროპოვას გრან-პრი მის „Angel Star 2026“, ხოლო ანასტასია დეკანაძეს კი „აჭარის საოცნებო გოგონას“ ტიტული.
სკოლა „თამარისი“ დიდი სითბოთი და სიყვარულით ულოცავს პატარებს ამ გამარჯვებას და უსურვებს უამრავ ლამაზ შემოქმედებით წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: