სწავლა თამაშითა და შემოქმედებით - „უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს“ მოსწავლეები სამყაროს სახალისო აქტივობებით იკვლევენ
15-10-2026

„უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს“ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

ამის ნათელი მაგალითია, მე-6 კლასელთა სახალისო პრაქტიკული აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა  ეკა კვაჭაძემ შესთავაზა. 

მე-6(3) კლასის მოსწავლეები ადამიანის ანატომიას შემოქმედებითი აქტივობით სწავლობენ. პლასტელინისა და მუყაოს გამოყენებით ისინი ადამიანის სხეულის დეტალებს ქმნიან და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდიან.

პრაქტიკული მუშაობა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, შემოქმედებითი უნარები გამოიყენონ, ამასთანავე, უკეთ გაეცნონ ადამიანის სხეულის აგებულებას.

„სწავლა თამაშითა და შემოქმედებით! ჩვენი პატარები დღეს სკოლაში ადამიანის ანატომიას ეუფლებიან. პლასტელინითა და მუყაოთი შექმნილი თითოეული დეტალი მათი დიდი მონდომებისა და წარმოსახვის ნაყოფია. ერთად ვიკვლევთ სამყაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის ამსახველ ვიდეომასალას გვიზიარებენ. 

https://www.facebook.com/reel/1365457062326308

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203