„ინოვაციების სკოლის“ მოსწავლეებმა ლიეტუვაში, საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა
15-10-2026

„ინოვაციების სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან, საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდებს უხსნის გზას წარმატებას მიაღწიონ საერთაშორისო ასპარეზზე. 

ახლახან, „ინოვაციების სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ Youth Exchange-ის საერთაშორისო პროექტში - „The Moving Dialogue“, რომელიც ლიეტუვის ქალაქ Perloja-ში გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა გააერთიანა ახალგაზრდები საერთო მიზნის გარშემო - ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური თანამშრომლობა, სტრესის მართვა და ემპათიის განვითარება.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ისწავლეს არაფორმალური განათლების მეთოდებით, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ სესიებში, ფიზიკურ დავალებებსა და გუნდურ გამოწვევებში.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კულტურათაშორის გაცვლასა და ადგილობრივ თემთან თანამშრომლობას Perloja Festival-ის ფარგლებში.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება და პროექტის ფარგლებში მათთვის შექმნილი კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა. 

„გვჯერა, რომ პროექტში მიღებული გამოცდილება ჩვენს მოსწავლეებს მომავალშიც დაეხმარება, გახდნენ უფრო აქტიური, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვაზსენებენ სკოლის მისიას - „მოემზადე მომავლისთვის!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203