„სწავლა სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლეთა ინტერესებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება“-ნაფიჩხოვოს თემის სკოლის დირექტორი დარეჯან კვაშილავა
15-10-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დირექტორ დარეჯან კვაშილავასთვის წარმატებული სასწავლო წლის საფუძველს მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა, სასწავლო პროცესის დაგეგმვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს.

დირექტორის ხედვით, იდეალური გაკვეთილი მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნებითა და მოსწავლეთა მოტივირებით იწყება და მრავალფეროვანი და ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით გრძლდება. მისთვის მოსწავლეთა მოტივირება ყოველდღიური სასწავლო პროცესის ნაწილია, ამ მიდგომებით კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კვაშილავა etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- გაკვეთილის მიზანზე, სწავლების მეთოდებზე და მოსალოდნელ შედეგებზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- როცა მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართულია სასწავლო პროცესში, მიზანი მიღწეული როცა მიღწეულია როცა მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნებით, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებით

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან და ინტერაქტიურ მეთოდებს, მოსწავლეთა ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- როცა მას აქებენ. მის შრომას ხედავენ და აფასებენ. საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას მივცემთ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

-სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება. დამოუკიდებლად აზროვნებს, იკვლევს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203