შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
17-10-2026

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, თუ ვის შეუძლია გავიდეს ზამთარში მასწავლებელთა გამოცდაზე და იმავე დოკუმენტში განმარტებულია, რომ ზოგ პედაგოგებს სამი საგნის გამოცდაზე დარეგისტრირება შეეძლებათ, ზოგისთვის კი შეზღუდვაა და მხოლოდ ერთი საგნის არჩევის უფლება ექნებათ.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ ერთ გამოცდაზე დარეგისტრიდება „მოწვეული მასწავლებელი, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის იმ საგანს, რომელშიც ჩაბარებული არ აქვს საგნის გამოცდა, ან არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, ან არ უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან არ აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელშიც არ აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203