
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, რაც მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
11 ოქტომბერს, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა ფოტოკონკურსი სახელწოდებით - „ჩემი სამშობლო აქ არის” - „კადრი, რომელიც ამბავს ყვება ჩვენს ქალაქზე“.
კონკურსს აქტიურად შეუერთდნენ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები: თამარ და მაიკო მუმლაძეები (XI-XIIა კლასი), ლუკა მელქაძე (IXა კლასი), თიკო გოლუბიანი (XIა კლასი),მარიამ ჩინჩალაძე, მარიამ ფერაძე და გაბრიელ მარაქველიძე (VIIIა კლასი).
სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი თავი, შემოქმედებითი ხედვა, ნიჭი და სამყაროს განსხვავებულად დანახვის უნარი. ორმა მონაწილემ: მარიამ ფერაძემ და მარიამ ჩინჩალაძემ დაიკავეს I და II საპრიზო ადგილები, ხოლო თიკა გოლუბიანმა დაიმსახურა „ჟიურის სიმპატია“. მათ გადაეცათ ფულადი პრიზები სიგელები და საჩუქრები, დანარჩენ მონაწილეებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ გადასცა სიგელები და საჩუქრები.
პედაგოგი გულნაზი კვინიკაძე მადლობას უხდის კონკურსის მესვეურთ საინტერესო შესაძლებლობისთვის და განსაკუთრებულად ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
„მე როგორც ხელოვნების პედაგოგი. მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს ჩვენი ბავშვების ნიჭისა და შრომის დაფასებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი გულნაზი კვინიკაძე.
იხილეთ ფოტოები: