ღების საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე განათლების სფეროს განვითარებაში​ შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
15-10-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორის - ნუნუ ლობჯანიძის წვლილი განათლების სფეროს განვითარებაში საზეიმოდ აღინიშნა. 

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა. 

14 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ონის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში მათ წვლილზე ისაუბრა.დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლაში ახარებთ დირექტორის ღვაწლის დაფასება და კიდევ მრავალი ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

​„დღე, როდესაც ამაგსა და ღვაწლს ჯეროვანი დაფასება მოჰყვა! 

​დღეს, ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ზეიმია! ჩვენს ძვირფას დირექტორს, ქალბატონ ნუნუ ლობჯანიძეს, როგორც გამორჩეულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, გადაეცა კუთვნილი ჯილდო. 

​ადამიანი, რომელიც წლებია, სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება მომავალი თაობების აღზრდას, დღეს კიდევ ერთხელ გახდა საყოველთაო სიამაყის მიზეზი.

​მადლობას ვუხდით თითოეული გაზიარებული ცოდნისთვის, ზრუნვისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვაძლევს.

​მთელი სკოლის საზოგადოების - პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით, ვულოცავთ ამ აღიარებას! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ამოუწურავ ენერგიასა და კიდევ მრავალ წარმატებას ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203