„პოეზიის ხუთი წუთი“  - იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლის - მათე კალანდაძის პოეტურ სამყაროს ღონისძიება მიეძღვნა
13-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლის - მათე კალანდაძის შემოქმედებამ იზეიმა. 

მე-9 კლასში გაიმართა „პოეზიის ხუთი წუთი“ - შეხვედრა, სადაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სიტყვები გრძნობებად იქცა, ფიქრები კი ლექსებად აჟღერდა.

მოსწავლემ მათე კალანდაძემ თანაკლასელთან ეკატერინე მგალობლიშვილთან  ერთად საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა და თავისი შინაგანი სამყაროს კარი გააღო.

„პოეზია - სულის ხმა და გულის ფიქრი

ამ ლამაზ დღეს ჩვენი კედლის გაზეთიც მიეძღვნა ახალგაზრდა შემოქმედის პოეტურ სამყაროს - იმ გულწრფელ სიტყვებს, რომლებშიც სიყვარული, რწმენა და მშობლიური სოფლის სითბო ცოცხლობს.

რადგან პოეზია იქ იწყება, სადაც გული სათქმელს ლექსად აქცევს!“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203