რატევანის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი მარიამ (მანანა) რეხვიაშვილ წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა
13-10-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მარიამ (მანანა) რეხვიაშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

პედაგოგს თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასწავლებლების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება 5 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებაზე 25 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დაჯილდოვდა.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლიდან წარდგენილი იყო, ღვაწლმოსილი პედაგოგი მარიამ (მანანა) რეხვიაშვილი, იგი 61-წლიანი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203