
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველკლასელები ცოდნის ტაძარში პირველ თამამ ნაბიჯებს დგამენ, მათ მეგზურობას კი მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები უწევენ.
ახლახან, პატარებისთვის ერთგვარი ექსკურსია მოეწყო. პირველკლასელებმა სკოლის შიდა სივრცე დაათვალიერეს: სტუმრობდნენ ბიბლიოთეკას, სადაც წიგნების მოხმარების წესებს გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს ისტ-ის ოთახი, მანდატურისა და დირექტორის კაბინეტი. მოსწავლეებმა თითოეულის დანიშნულება გაიგეს და ყველაფერს დიდი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით გაეცნენ. მათთვის საინტერესო კითხვებზე კი ამომწურავი პასუხები მიიღეს.
დაბა თამარისის საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემო. პედაგოგები კი მათი ცოდნის ამაღლებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ.
იხილეთ ფოტოები: