
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რათა მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცენ, კურდამთავრებულთა მიღწევებით კი ყოველთვის განსაკუთრებულად ამაყობენ.
2026 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში მათ გამორჩეულად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი უკვე სტუდენტებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას, პროფესიების წარმატებით დაუფლებასა და ნათელ მომავალს უსურვებენ.
სკოლის დირექტორი ლელა ხითარიშვილი ახალგაზრდებს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიმართავს.
„ჩვენი სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ღირსეულად ჩაბარებას უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენ ვამაყობთ, რომ ღირსეული თაობა აღვზარდეთ და დარწმუნებული ვარ არა ერთხელ ასახელებთ სკოლას, მშობლებს და ქვეყნას, მიხარია, რომ ჩვენი იმედები გაამართლეთ, ამაყები ვართ თქვენით, სკოლაში მიმდინარეობს თითქმის ინდივიდუალური და თითოეულ თქვენგანზე მორგებული სწავლება, ჩვენ არაფერი დაგვიკლია და თქვენი სახით შრომის ნაყოფს ვიმკით, მიხარიხართ და მინდა დასახული მიზნები და ოცნებები აგისრულდეთ.
გისურვებთ, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეობას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოწვევების წარმატებით დაძლევას და ბედნიერ მომავალს“, - აღნიშნავს დირექტორი ლელა ხითარიშვილი და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრად და მხარდამჭერად რჩება.
იხილეთ ფოტოები: