ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კუტუბიძე კიკბოქსინგში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია
13-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას ახალისებენ და მხარს უჭრენ, მათი წარმატებით კი განსაკუთრებულად ამაყობენ. 

ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასელი გიორგი კუტუბიძის წარმატებით ხარობენ. 

გიორგი კუტუბიძე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში და კინკბოქსინგში 2017 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ქვენობნის სკოლა ულოცავს ამ გამარჯვებას გიორგის და წარმატებას უსურვებს მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203