სწავლა კეთებითა და ცოდნა აღმოჩენებით - ქუთაისის N12 სკოლის მე-6 კლასელებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს
13-10-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უხალისებენ. 

სწავლა კეთებითა და ცოდნის დამოუკიდებლად აღმოჩენა კი სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

სკოლის მეექვსეკლასელებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს სწავლის პროცესში პრაქტიკული აქტივობების მნიშვნელობა.

მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

„თეორია პრაქტიკაში - სწავლა კეთებით, ცოდნა აღმოჩენებით! ყოჩაღ,ჩემო მეექვსეკლასელებო!“- ასე აფასებენ აქტივობასა და მოსწავლეთა მონდომებას სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203