საჯარო სკოლის დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა 
15-10-2026

განათლების მინისტრის ბრძანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს მიეცა უფლება საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატებს ჩაუტაროს გამოცდა. 

როგორც 12 ოქტომბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, NAEC-მა  უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირების ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა გამოცდებს (ტესტირებას) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203