ქუთაისის N12 სკოლის მე-9 კლასელები უნივერსიტეტის სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდნენ 
13-10-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო ფესტივალს. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო- შემეცნებით ღონისძიებაში და სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.

5 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართვის მიზნით “მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026” ჩატარდა.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური სტრუქტურების, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩართულობით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203