დეხვირის საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით, სპორტულ-გასართობი თამაშები გაიმართა 
12-10-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა. 

საზეიმო დღეებმა არაერთი ღონისძიება და აქტივობა გააერთიანა. 

განსაკუთრებულად მხიარული და ენერგიული კი აღმოჩნდა სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ 

სპორტული თამაშები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა და მასში დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. 

„დღემ უამრავი სიცილი, ემოცია, მხიარული შეჯიბრი და დაუვიწყარი მომენტი გვაჩუქა.

ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სკოლა მხოლოდ სწავლა-სწავლების ადგილი არ არის - ის არის ერთიანი, მეგობრული და ერთმანეთის მხარდამჭერი საზოგადოება, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთად ქმნიან სასიამოვნო და ბედნიერ გარემოს. 

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. ამავდროულად, აძლიერებს მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, ქმნის პოზიტიურ ემოციებს და ბავშვებს აჩვენებს, რომ სწავლასთან ერთად სკოლაში მეგობრობა, ერთიანობა და ერთმანეთის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

დღეს ყველამ ერთად ვითამაშეთ, ვიცინეთ, ვიგულშემატკივრეთ და რაც მთავარია - ერთად გავატარეთ ძალიან ბედნიერი დღე! 

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ამ დღის კიდევ უფრო განსაკუთრებულად ქცევისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203