
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში მასშტაბურად აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე. მოეწყო კვირეული, რომელმაც არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დეხვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო და ემოციებით სავსე აქტივობა - „ჩემი თვალით დანახული მასწავლებელი“.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დახატეს საყვარელი მასწავლებლები და ფურცლებზე გადმოიტანეს ის სითბო, სიყვარული და პატივისცემა, რასაც მათ მიმართ განიცდიან.
„ზოგჯერ ერთი ნახატი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ათასი სიტყვა… და ბავშვების თვალით დანახული მასწავლებელი ნამდვილად განსაკუთრებულია.
მადლობა, ჩვენს მოსწავლეებს ამ ძალიან თბილი საჩუქრისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში და განსაკუთრებულად ახარებთ მოსწავლეთა სითბო და სიყვარული.
იხილეთ ფოტოები: