წინსვლის მსურველმა რომელმა პედაგოგებმა უნდა წარადგინონ ხედვა 22 ოქტომბრამდე და რამდენი ქულა გჭირდებათ დადებითი შეფასებისთვის
14-10-2026

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის/სპეციალური მასწავლებლებისთვის განაცხადების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

ცნობილია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილი ხედვის დოკუმენტის შეფასების რუბრიკაც:

განაცხადი და განაცხადთან ერთად წარდგენილი ხედვა ფასდება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტისა და გასაუბრების საფუძველზე.

თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 4 ქულის ჩათვლით. ქულათა ჯამია 20.

დადებითი შეფასებისთვის წინსვლის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 16 ქულა.

შეფასების წესი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203