მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის თბილი და ემოციური დასასრული დეხვირის საჯარო სკოლაში
13-10-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაიმართა კვირეული, რომელმაც არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა. საზეიმო დღეები პედაგოგებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას და მათი ღვაწლის აღნიშვნას ემსახურებოდა. 

კვირეული კი განსაკუთრებულად ემოციურად დაგვირგვინდა.

დეხვირის საჯარო სკოლამ განსაკუთრებულ სტუმარს, ღვაწლმოსილ პედაგოგს - პაშა ახვლედიანს უმასპინძლა.

წლების შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საკლასო ოთახს და თავის ყოფილ მოსწავლეებს ჩაუტარა გაკვეთილი, რომელიც მხოლოდ ცოდნას კი არა, ცხოვრებისეულ სიბრძნეს, სიყვარულს, სითბოსა და ადამიანურ ღირებულებებს აერთიანებდა. 

ეს იყო შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ნამდვილი მასწავლებელი წლების შემდეგაც აგრძელებს თავისი მოსწავლეების გულებში ცხოვრებას.

„ზოგი გაკვეთილი ზარის დარეკვისთანავე სრულდება, ზოგი კი მთელი ცხოვრება მიგვყვება...ზუსტად ასეთი იყო პაშა მასწავლებლის თითოეული გაკვეთილი.

მადლობა ქალბატონ პაშას ამ განსაკუთრებული დღისთვის, სითბოსა და იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც დრო ვერასდროს წაშლის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203