
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
მოსწავლეები აფასებენ მასწავლებელთა შრომასა და ღვაწლს. პროფესიაზე შეყვარებული პედაგოგები კი გულანთებული ემსახურებიან მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას.
27 ოქტომბერს, დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის დაბედების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას 2023 წელს მთავრობის დადგენილებით ჩაეყარა საფუძველი და მე-3 წელია პედაგოგების შრომისა და ღვაწლის დაფასებით აღინიშნება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის გამორჩეულად ემზადებიან და გვიზიარბენ ლამაზ კადრებს სასკოლო ცხორვებიდან.
იხილეთ ვიდეო: