გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
12-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მე-4 კლასელებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს და საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს. 

ბავშვებმა საკუთარ ნამუშევრებში დიდი სიყვარულითა და პატივიცემა ჩააქსოვეს და პედაგოგებს, მართლაც,  ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს.

„მეოთხე კლასის მოსწავლეები გილოცავენ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! ყველას გისურვებთ განსაკუთრებულად საოცარ მასწავლებლობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203