
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
სკოლაში დაიწყო პროექტი - „ჩემი დამრიგებელი“, „მარგალიტების მძებნელნი“.
მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ამოცანებს და დაიწყეს გეგმის მიხედვით მუშაობა.
ბავშვებმა სოფელში ლეგენდები, ანდაზები და გამოცანები შეაგროვეს. სექტემბერში კი ორი პრეზენტაცია უკვე გამართეს.
მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა, კვლევა-ძიების პროცესი კი თავშესაქცევი.
პროექტი გრძელდება და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: