
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი მიხელ დედაბრიშვილი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
1-ელ ოქტომბერს, თელავის მასშტაბით, სპორტის საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოება გაიმართა. მათ შორის აღინიშნა იყალთოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიხელ დედაბრიშვილის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„გვეამაყება, რომ საუკეთესოთა შორის დასახელდა ჩვენი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი მიხელ დედაბრიშვილიც. ვულოცავთ მას ამ ღირსეულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. მადლობას ვუხდით თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: