
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეები კერამიკული მასალების მომპოვებელ საწარმოს - „ალფა კერამიკას“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს კერამიკის ჯადოსნური სამყარო და გაეცნენ საწარმოს საქმიანობას.
მოსწავლეებისთვის საწარმოში სტუმრობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებიდან ახალი ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: