ძამას ხეობაში სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. შეთხვევის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის, 4 მოსწავლე დაშავდა. როგორც „ქართლის ამბებს“ საავადმყოფოში განუცხადეს დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ექვსი პირი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას“,- აღნიშნეს საავადმყოფოში.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მ-ში მოხდა. მისი ცნობით, ვიზიტორები ჯერ ბატეთის ტბაზე იყვნენ, შემდეგ კი ქოზიფასკენ მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა.