ქუთაისის N12 სკოლის ხელბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
13-10-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

7 ოქტომბერს, ქუთაისის №12 საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2027-ის მუნიციპალურ თამაშებში, გამარჯვება მოიპოვეს. ისინი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულ ტურში გააგძელებენ ასპარეზობას.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრებაში 2010-2012 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებას ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა.

სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის ხელბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებს და მათ მასწავლებლებს (ლ. გვანცელაძე, ვ. ჩაჩავა) მიღწეულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქუთაისის მერიის, „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის და იმერეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203