ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობდნენ
12-10-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, იძენენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.

ახლახან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა.

საგამოფენო სივრცეში მოეწყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სპეციალური კუთხეები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფესტივალი მიუძღვნა მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილეს. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, მათ დაათვალიერეს საგამოფენო სივრცეები და ჩაერთნენ სხვადასხვა ტიპის საინტერესო აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203