ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
12-10-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამის - „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ტრენინგების ანგარიშგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მისი წარმოების წესი, ასევე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნები და ღონისძიებები.

შეხვედრაზე „ტრენერის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. გზამკვლევი პროგრამის ფარგლებში ტრენერთა პროფესიული მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა და მოიცავს ინსტრუქციებს სამიზნე აუდიტორიის აკადემიურ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის მენეჯერი, პროფესიული განათლების ექსპერტები და ტრენერ-კონსულტანტები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203