„სწავლა სიხარულად იქცევა, როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ შეცდომის დაშვების არ უნდა ეშინოდეთ“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი მურადაშვილი
12-10-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ლალი მურადაშვილისთვის სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის მეგობრული და ნდობაზე დამყარებული გარემოს შექმნით იწყება. მისი აზრით, იდეალური გაკვეთილი თბილი ღიმილითა და მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებით იწყება. 

სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს, სახალისო რესურსებსა და ცხოვრებისეულ მაგალითებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს. 

 - სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პატარებთან მყუდრო, მეგობრული და ნდობაზე დამყარებული გარემოს შექმნა, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- თუ როგორ ავუხსნა მასალა მარტივად, სახალისოდ და მათ ასაკთან მორგებულად.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- თითოეული მოსწავლის თვალებში ინტერესს, სიხარულსა და საკუთარი ძალების რწმენას ვხედავ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- თბილი ღიმილით, მოკითხვით და რაიმე მცირედი სიახლით, რომელიც მათ ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- თამაშებს, ფერად სახალისო რესურსებს და ცხოვრებისეულ, პატარა მაგალითებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- ვაქებ, ვამხნევებ და მის თუნდაც პატარა წარმატებას მთელი კლასის წინაშე აღვნიშნავ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ბავშვები ხვდებიან, რომ შეცდომის დაშვების არ უნდა ეშინოდეთ და აღმოჩენის პროცესი ერთად გვიხარია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203